ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდა.
ამ მნიშვნელოვან დღეს სასკოლო და საკლასო გარემო შთამბეჭდავად - ლამაზი დეკორაციებით, ბუშტებით მოირთო. დირექცია, პედაგოგები კი მოსწავლეებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ, რამაც მოსწავლეთა განწყობაზე დადებითად იმოქმედა.
მოსწავლეთათვის ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა, მათ წარმატებული წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: