სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში კარგად იციან, ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებასა და ოლიმპიადაში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ და მოზარდებს არაერთ სპორტულ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის -ჯუმბერ ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებში ბადმინტონის შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიმსახურეს.
მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და მედლებით.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენს გუნდს მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ მომავალში უამრავ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: