წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამას ადასტურებს ის საზეიმო დახვედრა, რომელიც სკოლაში, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის მოეწყო.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარში პირველად შეაბიჯეს. ლამაზად მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა ბავშვების მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას 9 პირველკლასელი ჰყავს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: