წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში პედაგოგების შრომა და ღვაწლი დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ბავშვებმა ასევე მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: