ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებს ახორციელებენ.
ამჯერად, მე-6 1 კლასში, საგანში - „ჩვენი საქართველო“ საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
ბავშვებმა დისტანციურად პატარა ტური მოაწყვეს კახეთში, თელავში. მოსწავლეებმა საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს. ბავშვებმა კახეთის ღირსშესანიშნაობებს პოსტერები მიუძღვნეს და აღნიშნეს, თუ რა სანახაობა ელოდება საზოგადოებას კახეთში.
„შუა გურიიდან კახეთში“ , - ასე აფასებენ სკოლაში აქტივობას.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
გაკვეთილი ძალიან სახალისო, ინფორმაციული და საინტერესო გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები: