ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო ტური მოეწყო.
მე-101 კლასის მოსწავლეები მუზეუმს სტუმრობდნენ თემის - „ნეოლითური არტეფაქტები გურიაში“ შესწავლის მიზნით.
მოსწავლეებმა მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს. გურიაში აღმოჩენილ ნეოლითის პერიოდის არქეოლოგიურ მასალას გაეცნენ, ახალი ცოდნა და ინფორმაცია შეიძინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
იხილეთ ფოტოები: