ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ მოსწავლეთა მოტივირებას ისახავდა მიზნად მეხუთე პირველი კლასის მოსწავლეთა კლასის საათი თემაზე - „ცნობილი ადამიანები, რომლებმაც წარმატებას, რთულად, მიაღწიეს და დავამარცხოთ ემილის სიცელქე საკუთარ თავში“.
კლასის საათი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. გაეცნენ იმ ადამიანთა ისტორიებს, რომელთაც დიდ წარმატებამდე რთული და გრძელი გზა გაიარეს, გაიზიარეს მათი გამოცდილება და მიზნისკენ შეუპოვრად სვლის მნიშვნელობა გაიაზრეს, ერთმანეთსა და მასწავლებელს საკუთარი მოსაზრებაც გაუზიარეს და იმსჯელეს.
„ბავშვები საოცარი აზრებით და იდეებით. მჯერა, დღევანდელი დღის პერსონაჟებივით, იტყვიან სათქმელს. ემილის კეპუკაც მოვიხადეთ სიმბოლურად“,- სიამაყით აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი თეა ურუშაძე და ბავშვების აქტიურობა ახარებს.
იხილეთ ფოტოები: