„ჩემი ოჯახი“ - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილი ნამუშევრები და პედაგოგისთვის გაზიარებული გულწრფელი ემოციები
18-10-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პიროვნულ განვითარებაში, ზნეობრივი ღირებულებებისა და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების გათავისებაში ეხმარებიან და სწორ ფასეულობებს უყალიბებენ

მოსწავლეები ხალისით, სწავლობენ საგანს - „მე და საზოგადოება“, რომლიც სწორედ ზემოთ აღნიშნულს ემსახურება. 

ახლახან, მოსწავლეებმა პედაგოგ ნატალია რამიშვილის ხელმძღვანელობით თემა - „ჩემი ოჯახი“ შეისწავლეს. 

მოსწავლეებისთვის საკითხი მეტად საინტერესო აღმოჩნდა, თემატური ნამუშევრებიც შექმნეს, რომლებშიც გულწრფელი ემოციები ჩააქსოვეს. 

„ყველაზე გულწრფელები“,- ასე აფასებს მასწავლებელი მოსწავლეთა ნამუშევრებს და მათი აქტიურობა ახარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203