11 ოქტომბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლამ დიდებულ სტუმრებს უმასპიმძლა. „ხემარდიამიშ ნანათა“ (ხელმადლიანის მონათლულ) სოფელში ტრადიციული დღესასაწაული - „ლაშაობა“ გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დაიწყო სკოლიდან. ეს იყო შემოდგომის დღესასწაული.
„სტუმრებს უძველესი ტრადიციული კერძებით გავუმასპინძლდით. შემდეგ გადავინაცვლეთ პოეტის სახლ-მუზეუმში. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია. ხალხური სიმღერები შეასრულეს სკოლის ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა (ხელმძღვანელები:ნატა გახარია და გიორგი კაჭარავა). მოგონებებით წარსდგნენ პოეტის მეგობრები, სტუმრები.
დღე იყო სიყვარულით სავსე. საღამოს უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა თოდუა.
დასასრულ, ქალაქის ცენტრში ლაშა გახარიას ბიუსტი გაიხსნა.
„ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება.
იხილეთ ფოტოები: