წალკის, ხარებას საჯარო სკოლაში პედაგოგ თეა შაინიძის ინიციატივით კლუბი - „კინო ჩვენს სკოლაში“ ჩამოყალიბდა.
კლუბში გაწევრიანებული არის V-XII კლასის მოსწავლეები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის მიზანია, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, მოსწავლეების ინტელექტის დონის და ერუდიციის ამაღლება, შემოქმედებითი, ანალიტიკური აზროვნების, სოციალური უნარებისა და სამოქალაქო თვითშეგნების განვითარება წახალისება.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლუბმა დასახულ მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა დახვეწეს მსჯელობის, აზრის დასაბუთებისა და პრეზენტაციის უნარი. მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით კლუბი მუშაობას მომავალ სასაწავლო წელსაც გააგრძელებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები