ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე მეთუნეების როლი მოირგეს
18-10-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი, რაც როგორც მათი ცოდნის, ისე ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, მე-61 კლასის მოსწავლეებმა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე მეთუნეების როლი მოირგეს და საინტერესო აქტივობა განახორციელეს. მოსწავლეებმა თიხისა და პლასტელინისგან სამეთუნეო ნაწარმი - სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი შექმნეს და გამოფინეს. 

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და ესთეტიკური ხედვა და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203