სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - ქეთევან ძმანაშვილის ხელმძღვანელობით, შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას გასვლითი ღონისძიბა მიუძღვნეს.
ღონისძიება სახელწოდებით - „მზით გამთბარი უთბილესი დღე და ბარაქიანი შემოდგომის ზეიმი ვენახში“ - ვენახში გაიმართა და წელიწადის ულამაზეს დროს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წარმოსთქვეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს და ცოდნისა და ნიჭის ნამდვილი ზეიმი გამართეს.
ბავშვებმა ასევე თავიანთი ხელით დაკრიფეს ყურძენი და ბოლოს დაუვიწყარი ფოტოსესიაც მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები: