ოზურგეთის N2 სკოლის მე-4 კლასელები ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
21-10-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰგავს. პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ცნობისმოყვარე და ცოდნისა და სიახლეების მაძიებელი მეოთხეკლასელები დაინტერესდნენ - როგორ ხდება გადაცემების ჩაწერა?... რა ხდება ტელეკამერების მიღმა? ეს და კიდევ უამრავ კითხვაზე პასუხი აინტერესებდათ მეოთხეკლასელებს და გაეშურნენ აჭარის ტელევიზიისკენ. 

ტელევიზიის ნიუსრუმისა და სამუშაო გარემოს დათვალიერება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„საინტერესო, ზღაპრულ გარემოში მოვხვდით!  წამყვანის სავარძლებიც მოვირგეთ!  კამერებშიც შევიჭყიტეთ!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და მადლობას უხდიან ტელევიზიას მასპინძლობისთვის, პედაგოგს კი საინტერესო თავგადასავლის ხელმძღვანელობისთვის. 

„უღრმესი მადლობა აჭარის ტელევიზიას გულთბილი მასპინძლობისთვის! საინტერესო საუბრისთვის!უღრმესი მადლობა მარინა მასწავლებელს ერთგულებისთვის! p.s.  ჩვენი ჟურნალისტური კარიერა გრძელდება! ახლა ინტერვიუების ჯერიც დადგა!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203