ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია.
სკოლაში, მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეების ინიციატივითა და მასწავლებლების ჩართულობით მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი მასწავლებელი“.
მოსწავლეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები: დაგეგმეს ინტერვიუ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის მოეწყო ანონიმური გამოკითხვა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. მოსწავლეებმა აირჩიეს: „ყველაზე მეგობრული“ - ნატო ბაბლუანი, „ყველაზე პოზიტიური“ - ლაშა მაჭარაძე, „ვინ მინდა ვიყო“ - ნატო ონიანი.
მასწავლებლების მიერ კი გამოვლინდნენ: „ყველაზე კრეატიული“ - ხათუნა ხარაბაძე, „ყოველთვის მომღიმარი - ნატო ონიანი“, „ვარსკვლავური სტილი“ - ელისო ლეშკაშელი.
მოსწავლეებმა მიულოცეს პედაგოგებს პროფესიული დღე, მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის და შეავსეს სურვილების ხე.
იხილეთ ფოტოები: