ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, შესაძლებლობების წარმოჩენასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებას ხშირად სთავაზობენ. ამჯერად, მორიგი საინტერესო აქტივობა V1 კლასში გაიმართა.
მოსწავლეები ჯგუფურ სამუშაოში, რომლის თემაც იყო „როგორ ითვლიდნენ დროს წარსულში“, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
ისინი თემატურ ინფორმაციას გაეცნენ, ცოდნა გაიღრმავეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. შედეგად, აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: