„გააფერადე და გაგვიფერადე“ - მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიისთვის ემზადებიან 
16-10-2024

ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნევან, მათ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლიან და სამაგალითო მოქალაქეებად ზრდიან. 

ამჟამად, მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საინფორმაციო კამპანიისთვის - „გააფერადე და გაგვიფერადე“. 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე, თუ როგორი იქნება ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ.

მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარეული არჩევნების მნიშვნელობასა და უპირატესობაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203