ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდნენ
22-10-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

„არაჩვეულებრივი გამოფენა“ სამცხე-ჯავახეთში - ასე უწოდებს პედაგოგი მანანა ურუშაძე მე-91 კლასის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიას, რომელიც მოიცავდა მარშრუტს - ბორჯომის ისტორიულ პარკი - მწვანე მონასტერი - აბასთუმნის ობსერვატორია. 

მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შთამბეჭდავი და შემეცნებითი აღმოჩნდა, ბევრი ახალი შეიმეცნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„მადლობა ბავშვებსა და მშობლებს ლამაზი დღისთვის. განსაკუთრებული მადლობა აბასთუმნის საპატრულოს“,- დასძენს პედაგოგი და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203