თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს
12-06-2018
თბილისის N172 საჯარო სკოლის მე-4 დ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელის, ნანა კახაძის და მასწავლებლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება წარმოადგინეს.
წარმოდგენა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით იყო დახუნძლული. პატარებმა მათი სასკოლო ცხოვრებიდან კლასის ზოგიერთი მნიშვლელოვანი ეპიზოდი გააცოცხლეს. აქტივობაში მშობლებიც ჩაერთნენ. ღონისძიება ემოციურ და მხიარულ ატმოსფეროში გაიმართა.
მომავალი მეხუთე კლასელები სკოლას დაჰპირდნენ, რომ მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და საუკეთესო კლასის სახელს შეინარჩუნებენ.