ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის ჰიგიენის ნორმების სწავლებასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე მათი ცნობიერების ამაღლებას საჭირო დროს უთმობენ.
ცხადია ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ხელების დაბანის საერთაშორისო დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის ექთნის ხელმძღვანელობით პირველი კლასის მოსწავლეების ჩართულობით, ჩატარდა საინტერესო აქტივობა.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ჰიგიენის დაცვის წესებს და ხელების დაბანის მხიარულ აქტივობაში ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: