ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პედაგოგმა - ხათუნა ფოფხაძემ მოსწავლეებს პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად უქცია. პირველკლასელები „ანბანის შემობრძანებას“ სიხარულით შეხვდნენ, გაბრწყინებული თვალებით შეეგებნენ „აი იას“.
პედაგოგმა მრავალფეროვანი, სახალისო აქტივობების გამოყენებით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქა მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: