ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.
პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პატარებს გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსი შესთავაზა.
ბავშვებისათვის საზეიმო გაკვეთილი წიგნიერების სამყაროში მოგზაურობის ჯადოსნურ დასაწყისად იქცა. პატარები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და პირველი ასო-ბგრები ხალისით შეისწავლეს.
იხილეთ ფოტოები: