ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება სასვსეა საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით.
ახლახან, მე-9გ კლასის მოსწავლეები აბასთუმნის ობსერვატორიას სტუმრობდნენ. გზად კი მოინახულეს სურამის ციხე, ბორჯომის ტყე-პარკი და მწვანე მონასტერი.
მოსწავლეებისთვის ექკურსია წარმტაცი აღმოჩნდა, ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს, ცოდნა გაიმდიდრეს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ უკან.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა ინტერესი და მონდომება და მადლობას უხდიან მშობლებს ჩართულობისთვის და ექსკურსიამძღოლებს საინტერესო გიდობისთვის.
„მადლობა მშობლებს და არაჩვეულებრივ მძღოლებს, ალექსანდრე ვასაძესა და ავთანდილ ზაქარიაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: