ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო ექსკურსია მოეწყო. მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ბავშვები საგანმანათლებლო ტურიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალი ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: