დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ სოფრომაძე ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობდა 
16-10-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-10 კლასელი მარიამ სოფრომაძე. ის, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმში წარმატებით მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 12-13 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმი-2024, რომელშიც მონაწილეობდა სამტრედიის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.

სწორედ, მარიამ სოფრომაძე იყო მათ შორის, ერთ-ერთი დელეგატი. 

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.

სასკოლო საზოგადოება თითოეული მოსწავლის მიღწევას მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203