ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში ანბანის „შემობრძანება“ იზეიმეს.
პატარებმა, 15 ოქტომბერს, ანბანეთის სამყარო შეაბიჯეს, სიხარულით შეეგებნენ ასობგერებს - „ა“-ს და „ი“-ს.
როგორც სკოლაში აფასებენ, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ბავშვებმა შეისწავლეს ასოების მოხაზულობა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, გააფერადეს „იები“ და შეასრულეს შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ პედაგოგები და სასწავლო ნაწილი.
ზეიმი კი, დამრიგებლის, ინგა ჩადუნელის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: