სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით თუ საგანმანათლებლო შეხვედრებში აქტიურად ერთვებიან.
მათ შორისაა სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამაზ ვაშაკიძე, რომელიც ახალგაზრდულ კონფერენციაში - „ევროპარლამენტის მოდელირება-2024“ წარმატებით მონაწილეობდა.
კონფერენციაზე, ოთხმა კომიტეტმა წარადგინა რეზოლუციები სხვადასხვა თემაზე. დასახელდა საუკეთესო დელეგატები, მათგან გამოვლინდა გამარჯვებული - დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამაზ ვაშაკიძე. მან მოიპოვა მთავარი პრიზი - 50%-იანი დაფინანსება ბრიუსელ-ჰააგას პროექტზე.
ახალგაზრდული კონფერენცია 11-12-13 ოქტომბერს, ქუთაისში, ევროპის აკადემიურმა ცენტრმა ჩაატარა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე