კვალითის საჯარო სკოლაში ხელების დაბანის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა 
16-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას აძლევენ, არამედ იმაზეც ზრუნავენ, რომ მათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ცნობიერება აუმაღლონ.

ამჯერად, სკოლაში, ხელების დაბანის მსოფლიო დღე აღინიშნა. სკოლის ექთანმა - მარიამ ურიადმყოფელმა მოსწავლეებს ხელის დაბანის წესები გააცნო და თემატური პრეზენტაცია მოამზადა.

მან ასევე ისაუბრა ხელის დაბანის 5 წესის შესახებ, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: 

1. დაისველეთ ხელები გამდინარე სუფთა წყლით და საპნით;

2. ააქაფეთ საპონი, კარგად წაისვით ხელისგულებზე და თითებშორის სივრცეებში, ფრჩხილებზე;

3. დაიბანეთ ხელები არანაკლებ 20 წუთისა; 

4. კარგად ჩამოიბანეთ საპონი სუფთა, გამდინარე წყლით;

5. შეიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით ან  ერთჯერადი ხელსახოცით.

მოსწავლეები ჰიგიენის წესებს კიდევ ერთხელ გაეცნენ და გააცნობიერეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების რეგულარულად დაბანა.

სასკოლო საზოგადოება სკოლის ექთანს საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. ხელების დაბანის დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობის შესახებ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203