ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით საგაკვეთილო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებით სწავლება.
პირველკლასელებმა პირველ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. მათ დავალება სახალისოდ და საინტერესოდ შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ დავალების ამოცანა მდებარეობის დადგენა გახლდათ. მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გაკვეთილს პედგაოგი სოფიკო გულუა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: