ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით აფასებენ პედაგოგების ღვაწლსა და წვლილს ახალი თაობების აღზრდის საქმეში.
ცხადია სკოლაში აღნიშვნის გარეშე არ ჩაივლიდა მასწავლებლის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშორებით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს და მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს.
ღონისძიება ემოციებით სავსე იყო და ის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა, მოსწავლეთა შემოქმედებითმა ნომრებმა.
„თენდება დილა საიადონო,
ბოლო ეღება ლოდინს,
ქუდი მოიხადეთ ბატონო ჩემო,
მასწავლებელი მოდის!
სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ძირითადი ლაიტმოტივი „მადლობა მასწავლებელო“, იყო“, - ასე აფასებს ემოციურ ღონისძიებას დირექტორი ნონა მებონია.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: