უმაღლესების საყურადღებოდ - დებულებები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა უნივერსიტეტისთვის
16-10-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამტკიცდა ბიზნეს-ანალიტიკის  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, სადაც აღწერილია ბიზნეს‐ანალიტიკის სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო მინიმალური სწავლის შედეგები, სწავლა‐სწავლების, შეფასების მეთოდები და სხვა არსებითი მახასიათებლები.

ბიზნეს‐ანალიტიკის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული დებულებები, გარდა სარეკომენდაციო ხასიათისა (სწავლა‐სწავლებასთან, შეფასებასა და რესურსებთან მიმართებით), სავალდებულოა შესასრულებლად ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომლებიც გეგმავენ/ახორციელებენ ბიზნეს‐ანალიტიკის სფეროში სამაგისტრო საფეხურის ერთწლიან (მინიმუმ 60 კრედიტი) ან ორწლიან (მინიმუმ 120 კრედიტი) საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.

დოკუმენტები განთავსებულია ბმულზე  -  https://eqe.ge/ka/page/static/1028/biznesi-administrireba-da-samartali

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203