წალენჯიხის N4 სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები - ლუიზა პერტაია და ქეთევან ლუკავა განათლების მინისტრმა დააჯილდოვა
17-10-2024

ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებლები - ლუიზა პერტაია და ქეთევან ლუკავა წარმატებული მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძრვნილ ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

მასწავლებლის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 11 ოქტომბერს წალენჯიხის კინოთეატრში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლირა ღურწკაია.

მინისტრმა ღონისძიებაზე დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პედაგოგები, მათ შორის წალენჯიხის N4  საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ლუიზა პერტაია და მუსიკის პედაგოგი ქეთევან ლუკავა

სკოლაში პედაგოგთა ამაგის აღნიშვნა ახარებთ და მათ ჯილდოს ულოცავენ. 

„ვულოცავთ პედაგოგებს პროფესიულ დღეს, ღვაწლის დაფასებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203