წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია.
შესაბამისად, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ჩატარდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულის ბოლოს გაიმართა საერთო სასკოლო ღონისძიება, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეხუთე - მეექვსე კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, სახალისო „სკეტჩები“. ბოლოს კი მასწავლებლებს მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად მიართვეს ყვავილები.
მოსწავლეთა დამრიგებელი - თამარ კაკაჩია გახლავთ.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 5 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: