თბილისის N46 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილი ეროვნულ მუზეუმში ჩაუტარდათ
16-10-2024

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება იყოს საინტერესო და საკლასო ოთახებს მიღმაც, არაფორმალურ გარემოშიც მიიღონ განათლება. 

ახლახან, X კლასს ისტორიის გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩაუტარდა. 

მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის ფონდში დაცულ მდიდარ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალას, დაათვალიერეს: დმანისში აღმოჩენილი ჰომინინების ნაშთების გამოფენა, რომელიც 1 800 000 წლით თარიღდება; ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენები; ოქროს ფონდი, რომელიც ძვ.წ-მდე III ათასწლეულის || ნახევრიდან ჩვ.წ IV ს-ის ჩათვლით თარიღდება.

მათ ასევე ნახეს ოკუპაციის მუზეუმი; გეოლოგიის ,ბოტანიკის და ზოოლოგიის ვრცელი ფონდი.

აღსანიშნავია, რომ გასვლით აქტივობას პედაგოგი ნინო ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203