აფხაზეთის N10 სკოლის მეორე კლასში გრძელვადიანი პროექტი - „მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი“ ხორციელდება 
17-10-2024

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას ახალისებენ და ცდილობენ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.

სწორედ ამ მიზნით, სკოლის მეორე კლასში, მშობელთა ჩართულობით, ტარდება გრძელვადიანი პროექტი „მმმ" (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი).

პროექტის ფარგლებში კლასში მიიწვიეს ექიმი თამუნა გახარია, შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ მასწავლებლები - ეკატერინე ჭითანავა და ქეთინო აფხაზავა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203