თბილისის N46 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთაწმინდის პანთეონს სტუმრობდნენ
17-10-2024

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც ეფექტურ სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, მეცხრე კლასის მოსწავლეები, ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად, მთაწმინდის პანთეონს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი წარსულის კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარება და პატრიოტ მოქალაქეთა ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო.

ბავშვებმა გაიხსენეს მწერლების ცხოვრებაზე ნასწავლი ინფორმაციები, დიმიტრი ყიფიანის საფლავთან წაიკითხეს აკაკი წერეთლის ლექსი - „განთიადი“, ინტერესით დაათვალიერეს მოღვაწეთა საფლავები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სურვილი გამოთქვეს კვლავაც ეწვიონ პანთეონს.

გასვლით ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: თათია ნოზაძე და ნათია დარახველიძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203