ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვის თემას დებატები მიეძღვნა
16-10-2024

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.

ბავშვთა უფლებების დაცვას მიეძღვნა დებატები, რომელიც IX ბ კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს ამა წლის 10 ოქტომბერს (დამრიგებელი-კოტე გოშხეთელიანი). დებატები გაიმართა თემაზე : ,,ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის გაცნობა სულაც არ არის საჭირო ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის''.

კლასი გაიყო ორ გუნდად, მომხრეები (ლიდერი - მარიამ ბოჭორიშვილი) და მოწინააღმდეგეები (ლიდერი - დაჩი ქათამაძე). მტკიცებითი პოზიციისა და უარმყოფელი პოზიციის წარმომადგენლები დამაჯერებელი არგუმენტებით ცდილობდნენ თავიანთი გუნფის პოზიციის განმტკიცებას.

წინასწარ შერჩეულმა სპიკერებმა დადებითად შეაფასეს ორივე გუნდის წარმოდგენილი მტკიცებულებები, გუნდების მზაობა და ინტერესები.

აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დოდო ქათამაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203