სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლას მიზანდასახული, პროფესიონალი და თავის საქმეზე შეყვარებული პედაგოგები ჰყავს, მათ შორისაა ნატალია სახოკია დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
პედაგოგს საზეიმოდ გადაეცა მადლობის სიგელი წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და მოსწავლეთა აღზრდა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება, მას წინსვლასა და წარმატებული პედაგოგიურ მოღვაწეობას უსურვებენ.
თავად პედაგოგი კი, მადლიერია, რომ მისი შრომა დაფასდა, ახლა კი განახლებული შემართებით გააგრძელებს სამშობლოსთვის განათლებული და ღირსეული თაობების აღზრდას.
„ერთია აკეთო საქმე და მეორე შენი გაკეთებული საქმე წინ დაგხვდეს, დაინახონ და დაგიფასონ, ამისათვის დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ანზორ შარტავას და ჩვენი სკოლის თითოეულ მასწავლებელს ნდობისთვის, აღიარებისთვის.
დღევანდელმა დღემ ათმაგი პასუხისმგებლობა დამაკისრა , ღირსეულად გამოვაჩუქურთმო და გამოვაქანდაკო ერის ხვალინდელი დღე“, - აღნიშნავს პედაგოგი.