სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდონარეობს. მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებიდან პედაგოგები ასევე ხშირად მიმართევენ, ექსკურსიებს, რადგან აქტივობა მოსწავლეებში დიდი ინტერესით სარგებლობს.
11 ოქტომბერს, ნოქალაქევის საჯარო სკოლის VIII-XI-XII კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „სამკურნალო წყლები და მათი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში“ ფარგლებში, ნოქალაქევის თერმული წყლების ტერიტორიაზე ლაშქრობა მოაწყვეს.
ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნაირა ბერულავამ გააცნო მოსწავლეებს მინერალური წყლის მნიშვნელობა სამკურნალო თვალსაზრისით, ხოლო გეოგრაფიის მასწავლებელი ბესიკ ბესელია მოწაფეებს ესაუბრა თერმული წყლების აღმოჩენის ისტორიაზე.
პროექტის მონაწილეებმა დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია, შეისწავლეს თერმული წყლის შეერთების ადგილი მდინარე ტეხურთან და გაეცვნენ ცივი და ცხელი წყლის შეერთებით მიღებულ ქანებს.
იხილეთ ფოტოები: