პედაგოგების ნაწილისთვის ანაზღაურების დაანგარიშების წესი შეიცვალა - სამინისტროს განმარტება
18-10-2024
მასწავლებელთა ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება.
„მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებისა და მათი ცოდნის გამდიდრების მიზნით ეროვნული სასწავლო გეგმა საშუალო საფეხურზე განსაზღვრავს არჩევითი საგნების მრავალფეროვან ჩამონათვალს და ასევე სკოლას აძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ჩამონათვალისგან განხვავებული კურსი შეადგინოს და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართოს.
არჩევითი კურსების ანაზღაურება მოხდება ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით. მათ შორის ეს შეეხება უცხო ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ყველა და იმ არჩევით საგნებსაც, რომელიც ორი ან მეტი საგნობრივი ჯგუფისთვის საზიაროა (მაგ. მედიაწიგნიერება).
აღნიშნული ცვლილება ემსახურება ერთის მხრივ მოსწავლეთა ინტერესების წახალისებას და მეორეს მხრივ, მასწავლებელთა შრომის დაფასებას“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევიდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203