27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. უკვე მეორე წელია სიმბოლურად ამავე დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე.
თბილისის N31 საჯარო სკოლაში ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, სტარტს იღებს „გოგებაშვილის კვირეული“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები დაამზადებენ დიდ წიგნს.
ფინალურ ეტაპზე გამოვლინდებიან წარმატებული მონაწილეები, რომლებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები
აღსანიშნავია, რომ პროექტს საბავშვო მწერალი და პედაგოგი ნათია აბულაძე ახორციელებს.