სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებსა და ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადში, წარმატებით იასპარეზეს და მძლეოსნობის კატეგორიაში (გოგონები ,ვაჟები) დაიკავეს მე-2 ადგილი.
ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ: მეგი ქირია, ლიზი გერგაია, ანასტასია მიქავა, ნინი ბუკია, ზური ტურავა და გიორგი ბუკია.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგი ირმა ჭითანავა გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: