საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებში აღნიშნულია, რომ პედაგოგს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით.
„მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს
ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც
გათვალისწინებული უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა
შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით“, - ვკითხულობთ ბრზანებაში,