კერძო სკოლა „ცოდნაში“ პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა.
ამჯერად, პირველკლასელებმა იმოგზაურეს „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში და ქართული ასო-ბგერების შესწავლას დიდი შემართებით შეუდგნენ.
ანბანის „შემობრძანება“ Iა კლასში მასწავლებელის - ნია დათუკიშვილის ხელმძღვანელობით იზეიმეს, Iბ კლასში კი - პედაგოგ ქეთა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით.
პატარებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა გაკვეთილი, მასწავლებლების წახალისებით, მოსწავლეებს დიდი სურვილი აქვთ წარმატებული მოსწავლეები იყვნენ.
„უამრავი წარმატება, წინსვლა და ლაღი ბავშვობა თითოეულ პირველკლასელს“, - აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: