განათლების მინისტრის ბრძანებით
განისაზღვრა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული
განვითარებისა
და
კარიერული
წინსვლის
წესი
და
პირობები.
პროფესიული
განათლების
მასწავლებლების
მიერ
საქმიანობის
დაწყებისთვის, კანდიდატმა შემდეგი პირობები უნდა
დააკმაყოფილოს:
1. ძირითადი მასწავლებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მას უკვე დადასტურებული აქვს პროგრამის გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მას უკვე დადასტურებული აქვს პროგრამის გავლა.
2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლამდე/გავლის დადასტურებამდე, დაწესებულება ძირითად მასწავლებელს ხელშეკრულებას უფორმებს არაუმეტეს 18 თვის ვადით.
3. დაწესებულება უფლებამოსილია ძირითად მასწავლებელს დაასრულებინოს მოდულის განხორციელება, რომლის განხორციელებაც დაწყებული აქვს. ძირითადი მასწავლებელი, რომელიც 18 თვის გასვლის შემდგომ პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დადასტურებას ვერ შეძლებს, მას ეზღუდება საქმიანობის გაგრძელება იმავე ან სხვა დაწესებულებაში აღნიშნული პროგრამის გავლის დადასტურებამდე.
4. დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 46-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში - შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.
5. დაწესებულებას არ აქვს უფლება ერთი პროგრამის ფარგლებში ჰყავდეს მხოლოდ მოწვეული მასწავლებლები.
6. მოწვეული მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს პროგრამის/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენცია პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიმართულებით დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმით. ასევე, აქვს შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში გაიაროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა.
7. ინსტრუქტორი ვალდებულია პროფესიული განათლების ფარგლებში სწავლების დაწყებამდე გაიაროს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა.
8. პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირის სტატუსის მოპოვებამდე ან მის შემდგომ, ნებისმიერ დროს გაიაროს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა, ან პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა
9. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების მასწავლებელზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.