წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის სასკოლო ცხოვრება შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს.
ამჯერად, პატარებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს და ეზიარნენ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას. მათ დაიწყეს მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში.
პატარებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის დედაენასა და ქართულ ანბანს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები მოწვეულმა სტუმრებმა - მამა იოანემ და სკოლის დირექტორმა - ლია ჯიმშელეიშვილმა დალოცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი რუსუდან მალანია და მუსიკის პედაგოგი სოფო ცაცანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
„ჩემო პატარებო, უამრავ წარმატებას გისურვებთ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო და ნაყოფიერი დღეები გელოდებათ. მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს, დირექციასა და მშობლებს“, - აღნიშნა კლასის პედაგოგმა.