თბილისის N128 სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო თავდაცვის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ბაზაზე, ბუნკერსაცავში გაეცნენ  
17-10-2024

თბილისის N128 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზება განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს განათლება არა მარტო სასკოლო სივრცეში შესთავაზონ, არამედ მათი თვალსაწიერი გააფართოვონ და არაფორმალურ გარემოშიც მათი ცნობიერების ამაღლება, საინტერესო აქტივობებით შეძლონ. 

ამჯერად, სასკოლო პროექტის ფარგლებში - „ჩვენ ვირჩევთ პროფესიებს“, მე-10 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მარინა მურადოვასთან და მოქალაქეობის მასწავლებელ ზვიად გოგნელაშვილთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ საბჭოთადროინდელ ბუნკერსაცავში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სამოქალაქო თავდაცვის თეორიასა და შესაძლებლობებს  და პრაქტიკაში დაათვალიერეს ბუნკერსაცავი.

ასევე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თავდაცვის აკადემიის შესახებ და თავდაცვის სფეროში არსებულ პროფესიებზე.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203