მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა მიქაძის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და აღნიშნეს, თუ რაოდენ ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
მოსწავლეებმა წელიწადის ამ ულამაზესი დროისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზეც ისაუბრეს და საინტერესო საშემოდგომო ნამუშევრებიც შექმნეს.
ბავშვებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: