ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლასთან არსებულმა სპორტსკოლამ, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ - ლაშა გობაძეს უმასპინძლა.
მან, მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა ჩაატარა და მათთვის საჭირო რჩევა-დარიგებები არ დაიშურა.
„ჩვენი ქვეყნის საამაყო ფალავანმა დიდი სიხარული მიანიჭა ჩვენს მომავალ სპორტსმენებს, გაუზიარა მისი გამოცდილება, მრავალი რჩევა-დარიგება მისცა, როგორც სპორტსმენებს ასევე მწვრთნელებსაც (დათო დიმიტრაძე და ალიკო შავაძე)“, - გვიყვებიან სკოლაში.
ჩემპიონმა თანადგომა, მხარდაჭერა შესთავაზა მოსწავლეებს და წარმატებები უსურვა მათ.
სასკოლო საზოგადოება ლაშა გობაძეს მადლობას უხდის სტუმრობისთვის.
„მადლობას ვუხდით, ლაშა გობაძეს დროის გამონახვის, გამოვლის, მონახულების, თავისი გამოცდილების გაზიარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: