„ნუცას ბაგა-ბაღში“ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ზღაპრულ თავგადასავალს ჰგავს. ყოველდღიურად, აღმზრდელ-პედაგოგები მოსწავლეებს შემეცნებით, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებს სთავაზობენ.
ერთ-ერთ ასეთ აქტივობას ასახავს ქვემოთ მოცემული ფოტოები. პატარებმა ფიგურები მოხატეს, გააფერადეს, საშემოდგომო აპლიკაციები შექმნეს, ეს ყველაფერი კი ხალისითა და ინტერესით გააკეთეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ბევრი ახალიც შეიმეცნეს.
„ნუცას ბაგა-ბაღში“ კარგად ესმით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვების შემოქმედებითობის წახალისება, ამიტომ აღნიშნული ტიპის აქტივობებში აღსაზრდელებს ხშირად რთავენ.
იხილეთ ფოტოები: