კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატოვებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობენ.
ახლახან, მოსწავლეები ქოროს მნიშვნელობას გაეცნენ და აღნიშნეს, რომ ქორო გუნდს ნიშნავს, ქორალი კი - გუნდის მიერ შესასრულებელ მუსიკალურ ნაწარმოებს.
ისაუბრეს იმაზეც, რომ ლიტერატურული ტექსტის გუნდურად კითხვის ტრადიციაც არსებობს და ეს ინიციატივა სისრულეში მოიყვანეს.
IX კლასელებმა ნიკო ლორთქიფანიძის - „გული“, გუნდურად კითხვის მეთოდით წაიკითხეს, რაც მათ ტექსტის გაგება-გააზრებაში და იდეის წვდომაში მეტად დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: